Accessibility links

ნიდერლანდმა ბოდიში მოიხადა რუსი დიპლომატის დაკავებისათვის


ნიდერლანდმა რუსეთს ბოდიში მოუხადა ჰააგაში რუსი დიპლომატის, დმიტრი ბოროდინის დაკავებისათვის. ნიდერლანდის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ჰააგაში რუსი დიპლომატის დაკავებით ვენის კონვენცია დაირღვა. სამშაბათს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი ნიდერლანდისაგან მოითხოვს ბოროდინთან დაკავშირებული ინიციდენტისათვის ბოდიშის მოხდას. რუსეთის ინფორმაციით, ბოროდინმა ერთი ღამე ხელბორკილიანმა გაატარა ჰააგის პოლიციის განყოფილებაში მას შემდეგ, რაც კვირას კამუფლაჟიანი შეიარაღებული პირები შეიჭრნენ მის ბინაში და დიპლომატს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ბოროდინის დაკავების მიზეზად დასახელდა მეზობლების საჩივარი, რომ ის თავის შვილებზე ძალადობდა.
XS
SM
MD
LG