Accessibility links

ბრაზილიის ხელისუფლებას მიმართეს სნოუდენისათვის თავშესაფრის მიცემის თხოვნით


ბრაზილიაში მცხოვრები ამერიკელი ჟურნალისტი გრენ გრინუოლდი მოუწოდებს ბრაზილიის ხელისუფლებას თავშესაფარი მისცეს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ყოფილ კონტრაქტორს ედვარდ სნოუდენს, რომელსაც ბრალად ჯაშუშობა ედება და ამჟამად რუსეთში დროებითი თავშესაფარი აქვს მიცემული. ამერიკის შეერთებულ შტატებში სნოუდენს ბრალი წაუყენეს სახელმწიფო საიდუმლოების გაცემაში. გრინუოლდი, რომელმაც პირველმა გამოაქვეყნა სნოუდენის მიერ მიწოდებული ინფორმაცია ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს საიდუმლო ოპერაციების შესახებ, სნოუდენისათვის თავშესაფრის მიცემის მოწოდებით ბრაზილიის სენატის წინაშე წარდგა. ბრაზილიელი კანონმდებლები განიხილავენ გრინუოლდის მასალებში გამოქვეყნებულ ინფორმაციას ამერიკელი, კანადელი და ბრიტანელი სადაზვერვო სამსახურების საქმიანობისა ლათინური ამერიკის ქვეყნებში. როგორ რადიო თავისუფლების ვაშინგტონელი კორესპონდენტი იტყობინება, ჟურნალისტის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში საუბარია იმის თაობაზე თუ როგორ უთვალთვალებდა ამერიკული დაზვერვა ბრაზილიის პრეზიდენტის დილმა რუსეფის ელექტრონულ კომუნიკაციებს.
XS
SM
MD
LG