Accessibility links

logo-print

ეუთოს შეფასებით, აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებმა „სერიოზული ხარვეზებით“ ჩაიარა


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნები არ აკმაყოფილებდა საეორთაშორისო სტანდარტებს. წარმომადგენლმა, მერი ჰარფმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარამენტი იზიარებს ეუთოს შეფასებას. ეუთოს მეთვალყურეების შეფასებით, აზერბაიჯანში „სერიოზული ხარვეზებით“ ჩაიარა საპრეზიდენტო არჩევნებმა. ეუთოს წარმომადგენლებმა ხუთშაბათს ბაქოში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნეს, რომ 9 ოქტომბრის კენჭისყრას, რომლის შედეგადაც დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა მოქმედმა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, ფონს უქმნიდა „შეზღუდული მედიაგარემო“ და პრეზიდენტობის კანდიდატებისა და ელექტორატის დაშინება. ამ საკითხზე საუბრისას, აზერბაიჯანში არჩევნებზე ეუთოს სამეთვალყურეო მისიის ხელმძღვანელმა, ტანა დე სულუეტამ აღნიშნა: „ჩვენს მეთვალყურეებს გააცნეს ბრალდებები დაშინების შესახებ, ისინი ჟურნალისტებზე ფიზიკური თავდასხმების მოწმეც კი გახდნენ არჩევნებამდე, რომლის დროსაც სერიოზული ხარვეზები აღმოვაჩინეთ“. საარჩევნო ბიულეტენების თითქმის მთლიანად დათვლის შედეგებით, ილჰამ ალიევს ერგო ხმების 84,6%. ოპოზიციის საერთო კანდიდატმა, ჯამილ ჰასანლიმ სულ ხუთამდე პროცენტი მოაგროვა. ჰასანლი ამ შედეგის გასაჩივრებას აპირებს.
XS
SM
MD
LG