Accessibility links

logo-print

დაღესტანში მოკლეს ბანდფორმირების მეთაური, აზნაურ ხიზრიევი


დაღესტანში მოკლეს ხასავიურტის ბანდფორმირების მეთაური, აზნაურ ხიზრიევი. ამის შესახებ იუწყება რუსეთის მედია სამართალდამცავი ორგანოებისაგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრნდობით. ამ წყაროს ცნობით, სამართალდამცველებმა შაბათს დაღესტნის ქალაქ ხასავიურტში სცადეს, გასაკონტროლებლად გაეჩერებინათ „ჟიგულის“ მარკის ავტომანქანა. ამ დროს მძღოლმა მათ ცეცხლი გაუხსნა. ურთიერთსროლის დროს მძღოლი მოკლეს. პოლიცია აცხადებს, რომ ლიკვიდირებულია ხასავიურტის ბანდფორმირების მეთაური, აზნაურ ხიზრიევი, რომელზეც ძებნა იყო გამოცხადებული. იუწყებიან ასევე, რომ დაიჭრა ერთი გამვლელი.
XS
SM
MD
LG