Accessibility links

logo-print

ვარშავაში იმართება რეფერენდუმი მერის გადადგომის საკითხზე


ვარშავაში მიმდინარეობს რეფერენდუმი ქალაქის მერის, ჰანა გრონკევიჩ-ვალცის გადადგომის საკითხზე. რეფერენდუმი მიჩნეულია მნიშვნელოვან გამოცდად პოლონეთის მმართველი პარტიის, „სამოქალაქო პლატფორმის“ პოზიციისათვის. პარტიაში, რომელიც ბოლოხანს მხარდაჭერას კარგავს, გრონკევიჩ-ვალცს მაღალი პოსტი აქვს. ის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის ახლო მოკავშირედ ითვლება. რეფერენდუმი ეწყობა ოპოზიციური პარტიის, „სამართლისა და სამართლიანობის“ მხარდაჭერით. ოპონენტები ვარშავის მერს საყვედურობენ, რომ ვერ აგვარებს ინფრასტრუქტურულ პრობლემებს და რომ ქალაქის ადმინისტრაციის თანამშრომლები „ამპარტავნობას“ იჩენენ. რეფერენდუმი შემდგარად ჩაითვლება, თუ მასში მონაწილეობას მიიღებს საარჩევნო ხმის მქონე ვარშაველების, სულ ცოტა, 29%.
XS
SM
MD
LG