Accessibility links

ერაყში ძალადობამ, სულ ცოტა, 30 ადამიანი შეიწირა


ერაყში ძალადობის შედეგად დღეს, სულ ცოტა, 30 ადამიანი დაიღუპა. დაჭრილია ათობით ადამიანი. ამის შესახებ იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ასოშიეიტიდ პრესი“ პოლიციელებისა და მედიკოსებისაგან მიღებული ინფორმაციაზე დაყრდნობით. სამხრეთში მდებარე ქალაქ ჰილაში დანაღმული ავტომანქანები აფეთქდა ბაზარში, რის შედეგადაც დაიღუპა რვა და დაიჭრა 22 ადამიანი. აფეთქებებისა და შეიარაღებული პირების თავდასხმების შესახებ იუწყებიან ერაყის კიდევ რამდენიმე ქალაქიდან.
XS
SM
MD
LG