Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირია ქიმიური იარაღის აკრძალვის კონვენციას შეუერთდა


ქიმიური იარაღის აკრძალვის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, მაიკლ ლუენმა თქვა, რომ ეს ნაბიჯი მოჰყვა რამდენიმე კვირის წინანდელ გადაწყვეტილებას სირიის განაცხადის საპასუხოდ, სწრაფად მიეღწიათ შედეგისთვის, რათა დაწყებულიყო მუშაობა. ამ უწყების 60-მდე თანამშრომელი ადევნებს თვალყურს სირიის ქიმიური იარაღის და მისი წარმოებისთვის საჭირო აღჭურვილობის განადგურებას. სექტემბერში განაცხადა სირიამ, რომ ხელს მოაწერს ქიმიური იარაღის აკრძალვის გაეროს კონვენციას. ეს იყო რუსეთის წინადადების შედეგი, გადაეცა სირიას თავისი ქიმიურ იარაღი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, რათა თავიდანვე აეცილებინათ აშშ-ის სამხედრო თავდასხმა. სირიაში 20-მდე ადამიანი დაიღუპა დღეს მეამბოხეთა კონტროლქვეშ მყოფ არეალში, თურქეთის საზღვართან მანქანების აფეთქების შედეგად.
XS
SM
MD
LG