Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი და მსოფლიოს ექვსი სახელმწიფო ბირთვული მოლაპარაკებებისთვის ემზადებიან


მსოფლიოს ექვსი ქვეყანა, გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები, პლუს გერმანია, და ირანი ემზადებიან ორდღიანი მოლაპარაკებისთვის, რომელიც გაიმართება ჟენევაში და რომელიც ირანის ბირთვულ პროგრამას მიეძღვნება. შეხვედრა სამშაბათს დაიწყება. ეს პირველი მოლაპარაკებაა ამ სფეროში მას მერე, რაც ირანს ახალი პრეზიდენტი ჰყავს. ჰასან როჰანის პირობით, ბირთვულ სფეროში უთანხმოება 12 თვეში მოგვარდება. თეირანს სურს მისთვის დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები შერბილდეს და აცხადებს, რომ მზარდ არის სერიოზული მოლაპარაკებისთვის. ირანი ამტკიცებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მშვიდობინია. დასავლეთი ვარაუდობს, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნას ესწრაფვის.
XS
SM
MD
LG