Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევაში ირანის საკითხზე მოლაპარაკებები იწყება


ჟენევაში იწყება ორდღიანი მოლაპარაკებები ირანის ბირთვული პროგრამის საკითხზე. მსოფლიოს „ექვსეულისა“ (აშშ, რუსეთი, ჩინეთი, ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია) და ირანის ლიდერები შეიკრიბებიან პრობლემაზე სამსჯელოდ. ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ განაცხადა, რომ ბირთვულ პროგრამაზე უთანხმოებას 6-დან 12 თვემდე პერიოდში მოაგვარებს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ მუჰამედ ჯავად ზარიფის განცხადებით, ირანს მიმდინარე კვირაში პრობლემის გადაჭრის „გზამკვლევის“ შემუშავების იმედი აქვს. თეირანს სურს, რომ დასავლეთმა მას ეკონომიკური სანქციები მოუხსნას და აცხადებს, რომ მზად არის „სერიოზული“ მოლაპარაკებებისთვის.
XS
SM
MD
LG