Accessibility links

აზერბაიჯანში ციხიდან გამოუშვეს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და მისი ძმა


აზერბაიჯანში ციხიდან გამოუშვეს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ფარჰად ალიევი და მისი ძმა. პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ორშაბათს შეიწყალა 152 პატიმარი ისლამური დღესასწაულის, სამშაბათს დაწყებული ეიდ ალ-ადჰას აღსანიშნავად. ძმები ფარჰად და რაფიკ ალიევები 2005 წელს დააპატიმრეს და 10 და ცხრა წლით პატიმრობა მიუსაჯეს კორუფციის, თაღლითობის, სახელმწიფო სახსრების გაფლანგვისა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებებით. ორივე ყოფილი პატიმარი მხარდაჭერას უცხადებს პრეზიდენტ ილჰამ ალიევს. ციხიდან გამოსვლის შემდეგ რადიო თავისუფლების აზერბაიჯანულ სამსახურთან საუბარში, ფარჰად ალიევმა შეაქო პრეზიდენტი და განაცხადა, რომ ყოველთვის მისი ერთგული იყო - ციხეშიც კი.
XS
SM
MD
LG