Accessibility links

logo-print

აფეთქებამ ავღანეთის ერთ-ერთი პროვინციის გუბერნატორი იმსხვერპლა


47 წლის არსალა ჯამალი, ავღანეთის აღმოსავლეთ ლოგარის პროვინციის გუბერნატორის დაიღუპა ბომბის აფეთქების შედეგად. აფეთქება იმ დროს მოხდა, როდესაც გუბერნატორი მეჩეთში სიტყვით გამოდიოდა მუსლიმთა წმინდა დღესასწაულის იდ ალ ადჰას (ყურბან ბაირამის) დაწყებასთან დაკავშირებით პროვინციის დედაქალაქ პულე ალამაში გამართულ ცერემონიაზე. როგორც გუბერნატორის სპეციალურმა წარმომადგენელმა დინ მოჰამედ დარვიშმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ასაფეთქებელი მოწყობილობა მიკროფონში იყო დამონტაჟებული. არსებობს ინფორმაციაც, რომ ეს იყო თვითმკვლელის მიერ მოწყობილი აფეთქება. პოლიციის ცნობით, აფეთქების დროს დაიჭრა 15 კაცი, ხუთის მდგომარეობა კრიტიკულია. წარსულში ლოგარის პროვინციის გუბერნატორზე არაერთხელ მომხდა თავდასხმა. დაღუპული გუბერნატორი არსალა ჯამალი ქვეყნის პრეზიდენტის ჰამიდ კარზაის უახლოესი თანამებრძოლი იყო და 2009 წელს მის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა. გუბერნატორის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.
XS
SM
MD
LG