Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სენატის ლიდერებმა მიაღწიეს შეთანხმებას დეფოლტის თავიდან ასაცილებლად


ვაშინგტონიდან გავრცელებული ცნობებით, აშშ-ის სენატის ლიდერებმა მიაღწიეს შეთანხმებას აშშ-ის დეფოლტის თავიდან ასაცილებლად და 16 დღის წინ დახურული სამთავრობო უწყებების ისევ ასამუშავებლად. რესპუბლიკელი სენატორის, კელი ეიოტის განცხადებით, ოთხშაბათს მოგვიანებით გამოცხადდება სენატში დემოკრატებისა და რესპუბლიკელების ლიდერთა მიერ მიღწეული შეთანხმების დეტალები. ეიოტი ფიქრობს, რომ შეთანხმების დამტკიცების დასაჩქარებლად, მას შესაძლოა, კენჭი უყარონ ჯერ წარმომადგენელთა პალატაში. აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, რომ 17 ოქტომბრამდე უნდა დამტკიცდეს შეთანხმება მთავრობის დაფინანსებასა და ვალის ლიმიტის გაზრდაზე, რათა თავიდან იქნეს აცილებული დეფოლტი, ანუ სახელმწიფოს მიერ ფინანსური ვალდებულებების შესრულებაზე უარის თქმა.
XS
SM
MD
LG