Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბირულიოვოს საქმეზე წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს მესამე ეჭვმიტანილს


მოსკოვის ტვერის რაიონულმა სასამართლომ გასცა ბირულიოვოს საქმის მესამე მონაწილის, გუშინ დაკავებული ანდრეი ტიტარენკოს დაპატიმრების ორდერი. ამრიგად, ტიტარენკო წინასწარ პატიმრობაში იქნება დეკემბრის შუა რიცხვებამდე. მანამდე ბირულიოვოს სავაჭრო ცენტრში მომხდარი მასობრივი შეხლა-შემოხლის შემდეგ, ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს მოსკოვის კიდევ ორი მცხოვრები, ტიმურ მუსიკაევი და არტიომ ნოვიკოვი. კვირას ბირიულიოვოში მოხდა არეულობა, რომელიც ადგილობრივი მცხოვრების ეგორ შჩერბაკოვის მკვლელობას მოჰყვა. გუშინ სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა მკვლელობაში ეჭვმიტანილ პირს, აზერბაიჯანის მოქალაქეს, ორჰან ზეინალოვს.
XS
SM
MD
LG