Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანელი პარლამენტარი - ირანმა შეწყვიტა ურანის 20%-იანი გამდიდრება


ირანის პარლამენტის წევრმა განაცხადა, რომ ირანმა შეწყვიტა ურანის 20%-იანი გამდიდრება და რომ საკმარისად აწარმოა გამდიდრებული ურანი იმისათვის, რომ თეირანში მდებარე ექსპერიმენტული ბირთვული რეაქტორი ამუშაოს. ირანის პარლამენტის ვებ-საიტზე ქვეყნდება პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ჰოსეინ ნაყავი ჰოსეინის კომენტარები, სადაც აღნიშნულია, რომ „აღარ არის საჭირო“ ურანის გამდიდრების გაგრძელება. თეირანის რეაქტორი სამედიცინო იზოტოპების წარმოებისთვის არის გათალისწინებული. თუმცა, აშშ და სხვა ქვეყნები თვლიან, რომ ურანის გამდიდრების პროგრამა ბირთვული იარაღის შექმნისთვის არის გამიზნული. გავრცელებული ინფორმაციით, ირანის მომლაპარაკებლებმა ურანის გამდიდრების შეწყვეტა ჟენევაში გამართულ მოლაპარაკებებზე შესთავაზეს შეხვედრის დასავლელ მონაწილეებს.
XS
SM
MD
LG