Accessibility links

logo-print

შარიფი და ობამა თანამშრომლობას განიხილავენ


აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას აზრით, მებრძოლი ტერორიზმი საერთო გამოწვევაა აშშ-ის და პაკისტანისთვის. ობამამ ეს განაცხადა პაკისტანის პრემიერ-მინისტრ ნავაზ შარიფთან შეხვედრის შემდეგ. შარიფმა თქვა, რომ სთხოვა ობამას, შეწყვიტოს პაკისტანის ტერიტორიაზე უპილოტო თვითმფრინავების გამოყენება. ამ საკითხმა დაძაბულობა გამოიწვია ორ ქვეყანას შორის. ობამას არ უხსენებია უპილოტო თვითმფრინავები. მან თქვა, რომ ორმხრივი ურთიერთობა ეფუძნება სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის პრინციპებს. ობამამ თქვა, რომ 40 ათასი პაკისტანელი დაიხოცა ბოლო ათ წელიწადში ტერორისტების ხელით.
XS
SM
MD
LG