Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განსხვავებულ სურათს იძლევა არჩევნების მეორე ტურის შესაძლებლობის თაობაზე ჩატარებული კვლევები


საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შესაძლებლობის მხრივ, ერთმანეთისგან განსხვავებულ სურათს იძლევა კოალიცია ”ქართული ოცნების” და ნაციონალური მოძრაობის დაკვეთით ჩატარებული კვლევები, რომელთა შედეგები დღეს გამოქვეყნდა. ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, მეორე ტურის ალბათობა მაღალია, რადგან ამერიკული კომპანია Greenberg, Quinlan, Rosner-ის მიერ ჩატარებული კვლევით, გიორგი მარგველაშვილს გამოკითხულთა 48% ემხრობა, დავით ბარაძეს კი 23%. ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, ეს შედეგები ეფუძნება 5-დან 11 ოქტომბრის ჩათვლით 1477 რესპონდენტის პირისპირ გამოკითხვას. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შესაძლებლობას მხოლოდ თეორიულს უწოდებენ საკონსულტაციო-კვლევით ცენტრ ”ფსიქოპროექტში, ” რომელმაც ”ქართული ოცნების” დაკვეთით 1607 რესპონდენტი 13-დან 18 ოქტომბრის ჩათვლით გამოკითხა. შედეგების თანახმად, გიორგი მარგველაშვილს მხარს 57,6% უჭერს, ხოლო დავით ბაქრაძეს 11,8%. ამავე გამოკითხვის შედეგებით, ნინო ბურჯანაძის მხარდაჭერა 7,1%-ია, შალვა ნათელაშვილის - 3,1%, ნესტან კირთაძის - 2% და გიორგი თარგამაძის - 1,7%.
XS
SM
MD
LG