Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში სოციალ-დემოკრატები ლიდერობენ


ჩეხეთის რესპუბლიკაში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. შაბათს გაიმართა კენჭისყრის მეორე და უკანასკნელი დღე. რიგგარეშე არჩევნები დაინიშნა მას მერე, რაც კორუფციაში ბრალდებების გამო დაიშალა მემარჯვენე-ცენტრისტული მთავრობა, რომელიც მომჭირნეობის არაპოპულარულ ზომებს ატარებდა. როგორც საარჩევნო ბიულეტენების 92 პროცენტის დათვლის შემდეგ ჩანს, არჩევნებში 20 პროცენტზე მეტით ლიდერობენ სოციალ-დემოკრატები, რომელთაც ყოფილი მინისტრი ბოჰუსლავ სობოტკა უდგას სათავეში. მეორე ადგილზეა მაგნატის, ადრეი ბაბიშის მემარცხენე ორიენტაციის მოძრაობა „დიახ“ (ჩეხურად ANO), რომელსაც ხმების თითქმის 19 პროცენტი ერგო. 15 პროცენტით მესამე ადგილზე არიან კომუნისტები. რადგანაც სოციალ-დემოკრატებს, როგორც ჩანს, მთავრობის შესაქმნელად სხვა პარტიასთან მოუწევთ კოალიციაში შესვლა, ვარაუდობენ, რომ კომუნისტებს პირველად შეიძლება მიეცეთ მთავრობაში მონაწილეობის შანსი.
XS
SM
MD
LG