Accessibility links

logo-print

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, გიორგი მარგველაშვილს ხმების 62,12% აქვს


კოალიცია ”ქართული ოცნების” კანდიდატი იმარჯვებს 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად. ამ დროისთვის დათვლილია უბნებიდან მიღებული შედეგების 99,68%. ცესკოს წინასწარი ოფიციალური მონაცემებით, გიორგი მარგველაშვილს ხმების 62,12% აქვს. მეორე ადგილზე ხმების 21,72%-ით ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი დავით ბაქრაძეა. წინასწარი მონაცემებით, ხმების 10,18% აქვს დემოკრატიული მოძრაობის კანდიდატს ნინო ბურჯანაძეს, 2,88% - ლეიბორისტული პარტიის ლიდერს შალვა ნათელაშვილს და 1,07% - ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერს გიორგი თარგამაძეს. პრეზიდენტობის დანარჩენ 18 კანდიდატს ხმების 1%-ზე ნაკლები აქვს.
XS
SM
MD
LG