Accessibility links

logo-print

ისრაელი გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს სხდომის ბოიკოტს შეწყვეტს


ისრაელის საგარეო უწყების თქმით, ამ ქვეყნის წარმომადგენლები დაესწრებიან გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს განხილვას ჟენევაში. ადრე, გაზეთი „ჰაარეცი“ იტყობინებოდა, რომ გერმანიამ გააფრთხილა ისრაელი, რომ „მძიმე დიპლომატიურ ზარალს“ მიიღებს, თუ არ დაესწრება სამშაბათის შეხვედრას. იანვარში, ისრაელი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც საბჭოს ბოიკოტი გამოუცხადა. მარტში ისრაელმა ყოველგვარი სამუშაო კავშირი გაწყვიტა გაეროს ამ საბჭოსთან, რომელმაც განაცხადა, რომ აპირებს გამოიძიოს, როგორი ზეგავლენა აქვს ისრაელის მიერ პალესტინელთა ტერიტორიებზე დასახლელების მშენებლობას პალესტინელთა უფლებებზე. ისრაელი დიდი ხანია ამბობს, რომ გაეროს უწყებები ებრაულ სახელმწიფოს მიმართ არაობიექტურად არიან განწყობილი.
XS
SM
MD
LG