Accessibility links

logo-print

ეგვიპტეში „მუსლიმთა საძმოს“ მაღალი რანგის წევრი დააპატიმრეს


ეგვიპტეში დააპატიმრეს „მუსლიმთა საძმოს“ ხელმძღვანელობის ერთ-ერთი მაღალი რანგის წევრი. დასავლეთის და ეგვიპტის მედიის თანახმად, ესამ ელ-ერიანი დააპატიმრეს დღეს დილით კაიროს აღმოსავლეთში, სადაც ის, შინაგან საქმეთა სამინისტროს სიტყვებით, პოლიციას ემალებოდა. ელ-ერიანი „მუსლიმთა საძმოს“ პოლიტიკური ფრთის - თავისუფლების და სამართლიანობის პარტიის ლიდერის მოადგილეა. მისი დაპატიმრება ეგვიპტის ხელისუფალთა კიდევ ერთი ნაბიჯია ისლამისტების გავლენის შემცირების საქმეში. წელს სამ ივლისს ჩამოაშორეს ხელისუფლებას პირველი დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი, მუჰამედ მურსი, რომელიც ისლამისტების პოლიტიკურ შეხედულებებს იცავდა. ორგანიზაცია „მუსლიმთა საძმო“ აიკრძალა, მისი ასეულობით აქტივისტი დააპატიმრეს. მურსის დაკავების შემდეგ ეგვიპტეში მასობრივი გამოსვლები მოეწყო, მოხდა შეტაკებები პოლიციასთთან, ათასამდე ადამიანი დაიხოცა.
XS
SM
MD
LG