Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ აფხაზეთში პროდუქციის ექსპორტი შეწყვიტა ესტონურმა კომპანიამ


ოკუპირებულ აფხაზეთში პროდუქციის შეტანა შეწყვიტა ლუდის და სხვა სასმელების მწარმოებელმა უდიდესმა ესტონურმა კომპანია ”A. Le Coq”- მა. მისმა დირექტორმა ტარმო ნოოპმა ბალტიის ახალი ამბების სააგენტოს აცნობა, რომ ესტონეთში საქართველოს საელჩომ დაიბარა კომპანიის წარმომადგენლები და განუმარტა, რომ აფხაზეთში კომერციული საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობას ეწინააღმდეგება. ტარმო ნოოპის განცხადებითვე, კომპანიას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც აცნობა, რომ ტალინი და ევროკავშირი მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობას ცნობენ. ”შესაბამისად, ჩვენ შევწყვიტეთ აფხაზეთში პროდუქციის ექსპორტი”, - განაცხადა კომპანია ”A. Le Coq”-ის დირექტორმა. ტარმო ნოოპმა აღნიშნა, რომ აფხაზეთის ბაზარი მას აგონებს ესტონეთის 30 წლის წინანდელ ბაზარს, სადაც იმპორტული პროდუქცია უცხო ხილია.
XS
SM
MD
LG