Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ბოლო ვეტოც დაძლია


საქართველოს პარლამენტმა 97 ხმით "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში შეტანილ ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. პარლამენტმა მოსამართლეების უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები დღევანდელ სესიაზე განიხილა. პრეზიდენტისთვის მიუღებელი აღმოჩნდა კანონპროექტის ის ნორმა, რომლის თანახმად, მოსამართლეები უვადოდ დანიშვნამდე, სამწლიან გამოსაცდელ ვადას გაივლიან, რაც მისი შეფასებით, სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობას ხელყოფს. კენჭისყრის პროცედურის შედეგების გამოცხადებისას პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ თუკი მიხეილ სააკაშვილი ბოლო ერთ კვირაში რომელიმე კანონპროექტს ვეტოს არ დაადებს, ეს მისი ბოლო ვეტო იქნება.
XS
SM
MD
LG