Accessibility links

logo-print

კოსოვოს პრეზიდენტი სერბებს აფრთხილებს


კოსოვოს პრეზიდენტი ატიფეტე იაჰიაგა აფრთხილებს რადიკალურად განწყობილ ეთნიკურ სერბებს, რათა არ შეარყიონ კოსოვოს ცენტრალური ხელისუფლება. კოსოვოს ჩრდილოეთში მცხოვრების სერბების მიერ ორგანიზებულმა ძალადობამ ჩრდილი მიაყენა კვირას გამართულ მუნიციპალურ არჩევნებს. ნიღბიანმა ადამიანებმა დაარბიეს მიტროვიცის ჩრდილოეთში განლაგებული ძირითადი საარჩევნო უბნები, ააფეთქეს ცრემლსადენი გაზის კანისტრები და გაანადგურეს საარჩევნო უბნები. ინცინდენტის შედეგად სამი საარჩევნო უბნიდან დამკვირვებლების ევაკუაცია მოხდა. პრეზიდენტი იაჰიაგა აცხადებს, რომ „კანონის უზენაესობის დასამყარებლად ხელისუფლება უსწრაფესად გამოიყენებს უსაფრთხოების მექანიზმებს.“ კოსოვოში გამართულ არჩევნებში 46 პროცენტს მიაღწია ამომრჩეველთა გამოცხადების დონემ. გამონაკლისი იყო მხოლოდ ჩრდილოთ კოსოვოს, რომლის ეთნიკურ სერბთა უმრავლესობა უარყოფს 2008 წელს გამოცხადებულ კოსოვოს დამოუკიდებლობას.
XS
SM
MD
LG