Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიუსელში გაიმართა სერბიისა და კოსოვოს პრემიერ-მინისტრების შეხვედრა


ბრიუსელში გაიმართა სერბიისა და კოსოვოს პრემიერ-მინისტრების, ივიცა დაჩიჩისა და ჰაშიმ ტაჩის შეხვედრა ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურ ლიდერთან, კეტრინ ეშტონთან, კოსოვოში კვირას გამართულ ადგილობრივ არჩევნებზე სასაუბროდ. სამივემ დაგმო ძალადობა, რომელიც არჩევნების დღეს მოხდა ეთნიკური სერბებით დასახლებულ ჩრდილოეთ კოსოვოში, ქალაქ მიტროვიცაში. იქ საარჩევნო უბნებში შეიჭრნენ ნიღბიანი პირები. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ კოსოვოს საარჩევნო კომისიამ განსაზღვროს თარიღი მიტროვიცაში არჩევნების ხელახლა ჩასატარებლად. კოსოვოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, არჩევნები უნდა ჩატარდეს 1 დეკემბრამდე, ანუ კოსოვოში ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურის გამართვამდე. მხარეები შეთანხმდნენ, რომ 5 დეკემბერს გაიმართება ორი პრემიერ-მინისტრისა და კეტრინ ეშტონის მომდევნო შეხვედრა.
XS
SM
MD
LG