Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველმა მორაგბეებმა კანადის ნაკრები დაამარცხეს


საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ტესტ-მატჩში კანადის ეროვნული ნაკრები ანგარიშით 19:15 დაამარცხა. შეხვედრაში ერთადერთი ლელო საქართველოს ნაკრების მორაგბემ თედო ზიბზიბაძემ დადო. გარდა ამისა, ოთხი ჯარიმა გაიტანა მერაბ კვირიკაშვილმა, რომელმაც ასევე ზუსტად გამოიყენა გარდასახა. კანადის ნაკრებმა კი თხუთმეტივე ქულა ჯარიმების მეშვეობით მოაგროვა. საქართველოს ნაკრები შემდეგ შეხვედრას ზუსტად ერთ კვირაში ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ ნაკრებთან გამართავს. მომდევნო კვირას კი სამოას ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.
XS
SM
MD
LG