Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაჭრობის მსოფლიო ცენტრი ნიუ იორკში აშშ-ის ყველაზე მაღალი შენობა იქნება


ახალი ვაჭრობის მსოფლიო ცენტრი ნიუ იორკში ყველაზე მაღალი შენობა იქნება აშშ-ში მასზე დამონტაჟებული ანტენის მეოხებით. ურბანული გარემოს და მაღალი შენობების საბჭოს საგანგებო , „სიმაღლის კომიტეტმა“ გადაწყვიტა სამშაბათს, რომ 124-მეტრიანი ანტენა ვაჭრობის ცენტრის შემადგენელი ნაწილი იქნება, რის შედეგადაც შენობა სულ 541 მეტრის სიმაღლისა იქნება, ანუ 100 მეტრით გაასწრებს ჩიკაგოს „უილის კოშკს“. ვაჭრობის მსოფლიო ცენტრი, რომელიც 2001 წელს ტერაქტების დროს დაინგრა, ახლა შენდება და გაისად კვლავ გაიხსნება. მისი სიმაღლე ფუტებში სიმბოლურ რიცხვს წარმოადგენს: ის 1776 ფუტს უდრის. 1776 წელს აშშ-მა ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა.
XS
SM
MD
LG