Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პარლამენტი ვერ შეთანხმდა კანონპროექტზე ტიმოშენკოს გასათავისუფლებლად


უკრაინის პარლამენტი დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე ვერ შეთანხმდა კანონპროექტზე, რომელიც ყოფილ პრემიერ-მინისტრს, პატიმრობაში მყოფ იულია ტიმოშენკოს მისცემდა გერმანიაში სამკურნალოდ გამგზავრების საშუალებას. პარლამენტის თავმჯდომარე ვლადიმირ რიბაკმა სხდომა დასრულებულად გამოაცხადა მას შემდეგ, რაც პარლამენტის მუშა ჯგუფმა, რომელშიც პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის მმართველი პარტიის და ოპოზიციის წარმომადგენლები შედიან, ვერ შეთანხმდნენ კანონპროექტის ტექსტზე. სხდომას ესწრებოდნენ ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენლები, ალექსანდრ კვაშნევკსი და პეტ კოქსი. ევროკავშირი იმუქრება უკრაინასთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე უარით, თუ კიევში 13 ნოემბრამდე არ მიიღებენ გადაწყვეტილებას საპატიმროდან ტიმოშენკოს გამოშვების შესახებ.
XS
SM
MD
LG