Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პარლამენტმა არ განიხილა კანონპროექტი ტიმოშენკოს გასათავისუფლებლად


უკრაინის პარლამენტმა დღეს რიგგარეშე სხდომაზე არ განიხილა კანონპროექტი, რომელიც ყოფილ პრემიერ-მინისტრს, პატიმრობაში მყოფ იულია ტიმოშენკოს მისცემდა გერმანიაში სამკურნალოდ გამგზავრების საშუალებას. უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე ვლადიმირ რიბაკმა სხდომა დასრულებულად გამოაცხადა მას შემდეგ, რაც პარლამენტის მუშა ჯგუფმა, რომელშიც პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის მმართველი პარტიის და ოპოზიციის წარმომადგენლები შედიან, ვერ მიაღწია ერთსულოვნებას კანონპროექტის ტექსტზე. უკრაინის პარლამენტის სხდომას ესწრებოდნენ ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენლები, ალექსანდრ კვაშნევსკი და პეტ კოქსი. მოგვიანებით კვაშნევსკიმ უთხრა ჟურნალისტებს, რომ პარლამენტის შემდეგ სხდომაზე, 19 ნოემბერს კიევს ეძლევა ბოლო შანსი, დამტკიცოს კანონპროექტი, რომელსაც ევროკავშირი მოითხოვს უკრაინასთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოსაწერად.
XS
SM
MD
LG