Accessibility links

logo-print

მოლაპარაკებები იმართება რკინიგზის ადმინისტრაციისა და პროფკავშირის წარმომადგენლებს შორის


”რკინიგზის ახალი პროფკავშირის თანახმად“, 14 ნოემბერს, 10 საათზე დაიწყო რკინიგზელთა გაფიცვა, რომელშიც აღმოსავლეთი საქართველოა ჩართული. ”საქართველოს რკინიგზის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში კი ამბობენ, რომ რკინიგზა ამ დროისათის შეფერხების გარეშე მუშაობს. პარალელურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები „რკინიგზის ახალი პროფკავშირისა“ და შპს „საქართველოს რკინიგზის“ ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შორის. მოლაპარაკებების საგანია რკინიგზელების მოთხოვნები: ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება, გამჭვირვალე საპრემიო სისტემის დაწესება და დანამატების სტაჟისა და კვალიფიკაციის მიხედვით გაცემა. რკინიგზელთა საყოველთაო გაფიცვის დაწყების შესახებ „რკინიგზის ახალმა პროფკავშირმა“ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გაავრცელა.
XS
SM
MD
LG