Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში აფეთქებებმა 39 მომლოცველი შეიწირა


ერაყში 39 ადამიანი დაიღუპა რამდენიმე აფეთქების შედეგად. ყველა დაღუპული იყო შიიტი მომლოცველი, რომელიც რელიგიური დღესასწაულის, „აშურას“ აღნიშვნაში მონაწილეობდა. ყველაზე დიდი მსხვერპლი მოჰყვა აღმოსავლეთ ერაყში მდებარე ქალაქ ალ-საიდაში თვითმკვლელის მიერ მოწყობილ აფეთქებას: მან 30 მომლოცველი შეიწირა. ამ დღეებში შიიტები მიემართებიან ერაყის ქალაქ ქარბალისაკენ, რათა მონაწილეობა მიიღონ წინასწარმეტყველ მუჰამედის შვილიშვილის, მე-7 საუკუნეში გარდაცვლილი იმამ ჰუსეინისადმი მიძღვნილ რელიგიურ რიტუალებში. სუნიტი ექსტრემისტები შიიტებს ერეტიკოსებად მიიჩნევენ. გაეროს მონაცემებით, ერაყში წელს 7000-ზე მეტი ადამიანია დაღუპული რელიგიურ ჯგუფებს შორის დაპირისპირების და სხვა მოტივით ძალადობის შედეგად.
XS
SM
MD
LG