Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტე რუსეთისაგან იარაღის ყიდვას აპირებს


რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი სერგეი ლავროვი და თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ კაიროში მართავენ შეხვედრებს, რომელთა მიზნადაც სახელდება ეგვიპტისათვის 2 მილიარდი დოლარის იარაღის მიყიდვაზე მოლაპარაკება. ორ ქვეყანას მრავალი წელია, არ გაუმართავს ამ რანგის წარმომადგენლების შეხვედრა. მოლაპარაკება იმართება მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა შეწყვიტა ეგვიპტის სამხედრო მომარაგება და ფინანსური დახმარება სამხედროების მიერ ივლისში პრეზიდენტ მუჰამად მურსის მმართველობის დამხობის შემდეგ. ლავროვი და შოიგუ დღეს ეგვიპტის დროებით პრეზიდენტს, ადლი მანსურსაც ხვდებიან. ეგვიპტეს და საბჭოთა კავშირს ახლო ურთიერთობა აკავშირებდა, სანამ პრეზიდენტი ანვარ სადათი 1970-ან წლებში დასავლეთისაკენ მიმართავდა საგარეო-პოლიტიკურ კურსს.
XS
SM
MD
LG