Accessibility links

logo-print

რამდენიმე პირი დააკავეს გონიოსა და ბათუმში


გონიოსა და ბათუმში 14 სასტუმროსა და კლუბში პროსტუტიციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა თოთხმეტივე ობიექტზე ღონისძიება 00:30 საათზე ერთდროულად დაიწყეს. სასტუმროებსა და კლუბებში მყოფი პირები საგამოძიებო სამსახურებში არიან გადაყვანილი. როგორც აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსმა ვალერი თელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ობიექტებზე მყოფი ზოგიერთი პირი მოწმის სახით დაიკითხება, ხოლო პირები, რომლებმაც პროსტიტუციისთვის ფართი გასცეს, უმკაცრესად დაისჯებიან.
XS
SM
MD
LG