Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი იმედიანად არის განწყობილი ჟენევის მორიგი რაუნდის წინ


მომდევნო კვირაში, როდესაც ირანისა და მსოფლიოს წამყვანი ექვსი სახელმწიფოს წარმომადგენლები მომდევნო კვირაში კვლავ გამართავენ მოლაპარაკებებს ჟენევაში, - ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს სადაო ბირთვული პროგრამის გარშემო შეთანხმების მიღწევის იმედი აქვს. თუმცა, როგორც მოჰამად ჯავად ზარიფმა აღნიშნა, ირანის ხელისუფლების წარმომადგენლები მოითხოვენ, რომ აღიარებულ იქნას თეირანის უფლება აწარმოოს „ბირთვული სამუშაოები“. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური ლიდერი კეტრინ ეშტონი 20 ნოემბერს შეხვდება ჟენევაში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს. მეორე დღეს კი მოლაპარაკებებს აშშ-ის, ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, რუსეთისა და ჩინეთის წარმომადგენლიც შეუერთდებიან.
XS
SM
MD
LG