Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალ მთავრობაზე საქართველოს პარლამენტი რიგგარეშე სესიაზე იმსჯელებს


საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილს და მის მთავრობას ნდობას პარლამენტი სავარაუდოდ, 20 ნოემბრის რიგგარეშე სხდომაზე გამოუცხადებს. პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მომავალ კვირას პრეზიდენტ მარგველაშვილს მიმართავს. "აღნიშნულ საკითხს შევაჯერებთ პრეზიდენტთან და მთავრობასთანაც. რეგლამენტი გარკვეულ პროცედურებს ითვალისწინებს, როცა უმრავლესობის მიერ შერჩეული და პრეზიდენტის მიერ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარდგენილი პიროვნება მთავრობას შეადგენს და პარლამენტს წარმოუდგენს. იმ მომენტიდან პარლამენტის ბიურო უნდა შეიკრიბოს და დაადგინოს პარლამენტის კომიტეტებში, ფრაქციებში, უმრავლესობაში, უმცირესობაში მთავრობის პროგრამის განხილვის გრაფიკი. შემდგომ განხილვის შედეგები ბიუროს სხდომაზე უნდა შეჯამდეს“, - განაცხადა პარასკევს საპარლამეტო სესიაზე, დავით უსუფაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარეს იმედი აქვს, რომ ეს პროცედურები ახალი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის წარმოდგენიდან სამ-ოთხ დღეში დასრულდება. მისივე თქმით, სავარაუდოდ, მომავალ კვირას ორი რიგგარეშე სხდომა გაიმართება, სადაც კენჭს უყრიან განხილულ კანონპროექტებს და გააგრძელებენ განსახილველ პროექტებზე მუშაობას.
XS
SM
MD
LG