Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში სასამართლომ გირაო შეუფარდა "გრინპისის" კიდევ სამ აქტივისტს


სანქტ პეტერბურგში სასამართლომ გირაო შეუფარდა გარემოსდამცველ ორგანიზაცია „გრინპისის“ კიდევ სამ აქტივისტს. ეს აქტივისტები არიან ბრაზილიის, ახალი ზელანდიის და არგენტინის მოქალაქეები - მათ გამოუშვებენ თითოეულის მიერ 2 მლნ რუბლის (61 300 დოლარის) გირაოს გადახდის შემდეგ. გუშინ სასამართლომ გირაო შეუფარდა რუსეთის სამ მოქალაქეს. ისინი მიეკუთვნებიან 30 აქტივისტს, რომელიც რუსეთში წელს, სექტემბერში დააკავეს არქტიკაში „გაზპრომის“ საქმიანობის საწინააღმდეგო აქციის დროს. დღეს, უფრო ადრე გავრცელებული ინფორმაციით, „გრინპისმა“ 6 მლნ რუბლი (184 300 დოლარი) მოაგროვა რუსეთში დაკავებული აქტივისტებიდან იმ სამის გასათავისუფლებლად, რომლებსაც სასამართლომ გუშინ შეუფარდა გირაო. ცნობებში ნათქვამია, რომ ფულს დეპოზიტზე შეიტანენ, როგორც კი საგამოძიებო კომიტეტი გასცემს ინფორმაციას ანგარიშის ნომერზე. ამის შესახებ იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ „გრინპისის“ პრეს-სამსახურიდან მიღებულ ინფორმაციაზე მითითებით.
XS
SM
MD
LG