Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი ჟენევაში ჩავიდა ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებაში ჩასართველად


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ჟენევაში ჩავიდა ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებაში მონაწილეობის მისაღებად. ირანის დელეგაციასთან მოლაპარაკებას აწარმოებენ გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთივე მუდმივი წევრის და გერმანიის წარმომადგენლები. ჟენევაში ლავროვის ვიზიტზე რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში არაფერია ნათქვამი იმაზე, მოსალოდნელია თუ არა რაიმე გარღვევა ჟენევის მოლაპარაკებაზე. ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკების ამჟამინდელი რაუნდი ოთხშაბათს დაიწყო - ის რიგით მესამეა წელს, ივნისში ირანის პრეზიდენტად ჰასან როჰანის არჩევის შემდეგ. მოლაპარაკების მიზანია ირანის დაყოლიება ბირთვული პროგრამის შეზღუდვაზე, რის სანაცვლოდაც მის წინააღმდეგ მიმართული სანქციების შემსუბუქებას აპირებენ.
XS
SM
MD
LG