Accessibility links

ლოია ჯირგას ლიდერი აშშ-თან ავღანეთის ხელშეკრულების გაფორმების გადადებას არ ემხრობა


გავლენიანი ავღანელი პოლიტიკოსი არ ეთანხმება პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის წინადადებას გადაიდოს აშშ-თან უშიშროების სფეროში ამ ქვეყნის ხელშეკრულებაზე ხელმოწერა. სიბღათულა მოჯადედი, რომელიც ლოია ჯირგას, თემთა ბელადებისგან შემდგარი უხუცესთა დიდი საბჭოს თავმჯდომარეა, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ კარზაის არ აქვს ამის უფლება: „გეუბნებით, ბატონ კარზაის არ აქვს უფლება ასეთი რამ თქვას. ეს არის შეცდომა, არასწორია, რადგან აშშ-მა ყველაფერზე თანხმობა განაცხადა, იმ პირობებზე, რომელიც კარზაიმ წაუყენა, და მას მაინც სურს, რომ გადაიდოს ხელმოწერა? გადადება წამგებიანი იქნება ავღანეთისთვის. ასეთი შემოთავაზება ავღანეთის წინააღმდეგ არის და მიუღებელია“. კარზაიმ ხუთშაბათს განაცხადა, რომ ხელშეკრულების გაფორმება შეიძლება გადაიდოს 2014 წლის აპრილამდე, სანამ საპრეზიდენტო არჩევნები არ ჩატარდება. აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ შეთანხმება უნდა გაფორმდეს საერთაშორისო ჯარის გასვლამდე, 2014 წლის დასაწყისამდე. კარზაის წარმომადგენელმა ამის საპასუხოდ განაცხადა, რომ ავღანეთი ამერიკელების "ვადებს" არ აღიარებს. ორმხრივი შეთანხმება აშშ-ის ჯარს საშუალებას მისცემს დარჩეს ქვეყანაში 20124 წლის შემდეგაც.
XS
SM
MD
LG