Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ


ოპოზიციური ძალების ინფორმაციით, პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა კიევში, სადაც ათეულათასობით ადამიანი გავიდა ქუჩებში და პროტესტი გამოთქვა მთავრობის გადაწყვეტილების გამო, შეაჩეროს მოლაპარაკება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულოების გარშემო. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა საპროტესტო გამოსვლის იმ მონაწილეთა წინააღმდეგ, რომლებმაც სცადეს სამთავრობო შენობის გარშემო ზღუდის გარღვევა. კიევის ქუჩებში მსვლელობის მონაწილეები გაჰყვიროდნენ ლოზუნგს "უკრაინა ევროპაა!" პოლიციის თანახმად, დემონსტრაციაში 23 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. ოპოზიცია ასახელს სხვა რიცხვს: ასი ათასს. რეგიონების პარტიამ მმართველმა ძალამ საპირისპირო მიმართულების ბევრად უფრო მცირე მიტინგი მოაწყო. მმართველი პარტიის წარმომადგენელმა დეპუტატებმა მიმართეს ხალხს, რომ არ არის საჭირო ევროკავშირთან დაახლოებაში აჩქარება, რომ მის ნაცვლად დიალოგია საჭირო რუსეთთან. ხელშეკრულების ხელმოწერის პირობა ბრიუსელის მხრიდან იყო საპატიმროში მყოფი იულია ტიმოშენკოს სამკურნალოდ გერმანიაში გაშვება. პარლამენტმა შესაბამის კანონს მხარი არ დაუჭირა.
XS
SM
MD
LG