Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში დემონსტრანტებმა გადაკეტეს ნატოს მოსამარაგებელი გზა


პაკისტანში ასობით დემონსტრანტმა დაბლოკა გზა, რომლის გავლითაც ავღანეთში ნატოს ჯარებს ამარაგებენ. აქცია მეოთხე დღეა გრძელდება ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ხიბერ პახტუნხვის პროვინციაში მიუხედავად იმისა, რომ ისლამაბადმა ორაშაბათს მოუწოდა აქციის მონაწილეებს გამოსვლის შეწყვეტისაკენ. დემონსტრანტები მოითხოვენ აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავების რეიდების შეწყვეტას. ისინი აჩერებენ სატვირთო მანქანებს და მძღოლებისაგან მოითხოვენ დაასაბუთონ, რომ არ გადააქვთ ნატოსათვის განკუთვნილი ტვირთი. აქციისაკენ მოწოდებით გამოვიდა ხიბერ-პახტუნხვის პროვინციის მმართველი პარტიის თავმჯდომარე, იმრან ხანი ამავე პროვინციაში თალიბების ლიდერის, ჰაკიმულა მეჰსუდის მკვლელობის ერთი თვის თავზე.
XS
SM
MD
LG