Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზაროვი: უკრაინა კვლავ დაინტერესებულია ევროკავშირით


უკრაინის პრემიერ-მინისტრი, მიკოლა აზაროვი აცხადებს, რომ გრძელდება მოლაპარაკება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე - მიუხედავად უკრაინის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა ამ ხელშეკრულებას ვილნიუსის სამიტზე ხელი არ მოაწეროს. აზაროვი ამ განცხადებით გამოვიდა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე, რომელიც კიევში მიმდინარე საპროტესტო აქციის ფონზე გაიმართა. აქცია უკვე მეოთხე დღეა გრძელდება, მისი მონაწილეები მოითხოვენ პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა შეცვალოს გადაწყვეტილება და ხელი მოაწეროს ხელშეკრულებას. ევროკავშირის მომხრე დემონსტრანტებმა დღეს დილით დედაქალაქის ორ მცირე ზომის მოედანზე გაშლილი კარვები აიღეს და მთავარ, დამოუკიდებლობის მოედანზე გადაინაცვლეს, ცენტრალური აქციის კონსოლიდაციის მიზნით. პარალელურად, აქციის მონაწილეთა მიმართ სოლიდარობის ნიშნად შიმშილობას აგრძელებს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი იულია ტიმოშენკო. ტიმოშენკოს ქალიშვილის, ევგენიას ცნობით, დედამისი ბოლო ორი დღის მანძილზე მხოლოდ წყალს იღებს.
XS
SM
MD
LG