Accessibility links

აშშ-ში პირველი ნაბეჭდი წიგნი რეკორდულ ფასად გაიყიდა


ამერიკაში დაბეჭდილი ერთ-ერთი პირველი წიგნი „მასატჩუსეტსის ფსალმუნების წიგნი“, სოტბის აუქციონზე 14 მილიონ 200 ათას დოლარად გაიყიდა. ეს არის ყველაზე დიდი თანხა, რაც კი ნაბეჭდ გამოცემაში გადაუხდიათ, იტყობინება რადიო თავისუფლების ვაშინგტონელი კორესპონდენტი. წიგნი 1640 წელს გამოიცა. ამ დროისათვის წიგნის მხოლოდ 11 ეგზემპლარია შემონახული. უმეტესი მათგანი ინახება ამერიკის მუზეუმებსა და ბიბლიოთეკებში.
XS
SM
MD
LG