Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დევიდ კამერონი: „დაწესდეს შეზღუდვები ევროკავშირის ქვეყნებს შორის თავისუფლად გადაადგილებაზე“


დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი გამოდის ინიციატივით, დაწესდეს შეზღუდვები ევროკავშირის ქვეყნებს შორის თავისუფლად გადაადგილებაზე. ქვეყნებს შორის თავისუფლად გადაადგილება ევროკავშირის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია. სტატიაში, რომელიც „ფაინენშლ ტაიმსში“ გამოქვეყნდა, კამერონი აცხადებს, რომ ამ პრინციპმა ბიძგი მისცა მასობრივ მიგრაციას. მისი თქმით, დადგა დრო, დაიწყოს მოლაპარაკებები ახალ შეთანხმებაზე. ბრიტანეთის პრემიერის სიტყვებით, ევროკავშირს სჭირდება ცვლილებები, „თუკი მას სურს მოიპოვოს ხალხის ნდობა“. მისი სიტყვებით, ბრიტანეთი შეამცირებს დახმარებას უცხოელი მიგრანტებისთვის. გარდა ამისა, კამერონის განცხადებით, ის უცხოელები, რომლებიც ღამეს ღია ცის ქვეშ ათენებენ და მოწყალებას ითხოვენ, ქვეყნიდან გაძევებული იქნებიან.
XS
SM
MD
LG