Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების ტექნიკური პარაფირება მოხდება


დღეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების ტექნიკური პარაფირება მოხდება. დოკუმენტზე სამწლიანი მოლაპარაკებები 2013 წლის ივლისში დასრულდა. შეთანხმება ითვალისწინებს პოლიტიკურ ასოცირებასა და ეტაპობრივ ეკონომიკურ ინტეგრაციას. შეთანხმების ტექნიკურ პარაფირებას საქართველოს დელეგაციის მხრიდან ხელს მოაწერენ: საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის სივრცეზე მთავარი მომლაპარაკებელი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძე. ევროკავშირის მხრიდან ტექნიკურ პარაფირებას ხელს მოაწერენ: მოლაპარაკებებზე ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი, საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის, რუსეთის, „აღმოსავლეთის პარტნიორობის“, შუა აზიის, რეგიონული თანამშრომლობისა და ეუთოს დირექტორატის ხელმძღვანელი გუნარ ვიგანდი და ევროკომისიის ვაჭრობის საკითხებში გენერალური დირექტორატის ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამსახურის უფროსის მოადგილე ფილიპ კუისონი. ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირების ოფიციალური ცერემონია 29 ნოემბერს გაიმართება.

XS
SM
MD
LG