Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მუსლიმთა კავშირმა განცხადება გაავრცელა მინარეთის აღდგენის გამო


ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მინარეთის აღდგენის გამო განცხადება გაავრცელა ქართველ მუსლიმთა კავშირმა. ”ვფიქრობთ, ეს არის მოვლენა, როცა შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში იმარჯვებს დემოკრატია და ეს არის, საქართველოს ყველა მოქალაქის მონაპოვარი, განურჩევლად რწმენისა და აღმსარებლობისა”, - ნათქვამია განცხადებაში. ქართველ მუსლიმთა კავშირი მადლობას უხდის მთავრობის იმ წარმომადგენლებს, რომლებმაც გონივრული გადაწყვეტილება მიიღეს და ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც კავშირის განცხადებით, დიდი წვლილი მიუძღვის მინარეთის საკითხის მოგვარებაში. ქართველ მუსლიმთა კავშირი მადლობას უხდის სახალხო დამცველის აპარატს, საქართველოში მოქმედ რელიგიურ ორგანიზაციებს, არასამთავრობო სექტორს, მედიას და დიპლომატიური კორპუსის წარმოამდგენლებს. ”ვადასტურებთ პატივისცემას რეგიონის მართლმადიდებელი მრევლისადმი, რომელიც პატივს სცემს განსხვავებული მრწამსის ადამიანებთან ურთიერთობას და ხელს უწყობს ადგილობრივ მუსლიმ მოსახლეობასთან კეთილმეზობლური კავშირების განმტკიცებას", - ნათქვამია განცხადებაში. ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში 28 ნოემბერს გამთენიისას დასრულდა ზაფხულში მოხსნილი მინარეთის აღმართვა. მინარეთის დემონტაჟის გადაწყვეტილება აგვისტოში მიიღო შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც მიზეზად საბაჟო პროცედურების შესაძლო დარღვევის გამო აუცილებელი შემოწმება დაასახელა.
XS
SM
MD
LG