Accessibility links

logo-print

ვილნიუსში დასრულდა ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტი


ვილნიუსში დასრულდა ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტი, რომელზეც საქართველომ და მოლდავეთმა მოახდინეს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პარაფირება. სამიტზე ითქვა, რომ ევროკავშირი განაგრძობს მუშაობას მომავალში უკრაინასთან ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების ხელმოსაწერად. თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა განაცხადა, რომ კიევს სურს „უახლოეს მომავალში“ ხელი მოაწეროს ასოცირების შეთანხმებას მიუხედავად იმისა, რომ ამ ნაბიჯზე უარი თქვა ვილნიუსის სამიტზე. როგორც იუწყებიან, ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ უარყო კიევის წინადადება, რომ მოსკოვმაც მიიღოს მონაწილეობა უკრაინა-ევროკავშირის მოლაპარაკებაში ასოცირების შეთანხმებისათვის უკრაინის ეკონომიკის მოსამზადებლად. ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის ვილნიუსის სამიტზე გაფორმდა ასევე შეთანხმება აზერბაიჯანთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ. გარდა ამისა, ევროკავშირი მიესალმა ბელორუსიის ინტერესს მომავალში ასეთივე შეთანხმების ხელმოწერის მიმართ.
XS
SM
MD
LG