Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არეულობით მოცულ ტაილანდში შედგა შეხვედრა პრემიერ-მინისტრსა და ოპოზიციის ლიდერს შორის


ტაილანდში, სადაც ერთ კვირას მეტ ხანს მიმდინარეობს ანტისამთავრობო დემონსტრაციები, კვირას შედგა შეხვედრა პრემიერ-მინისტრ იინგლაკ შინავატრასა და ოპოზიციის ლიდერს სუტეპ ტაუკსუბანს შორის. როგორც ასოშიეიტედ პრესი იტყობინება, ტაუგსუბანმა შეხვედრის დროს განაცხადა, რომ ოპოზიცი მომავალშიც განაგრძობს პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნას. კვირას დემონსტრანტები შეეცადნენ რამდენიმე ტელეარხის ოფისები ჩაეგდოთ ხელში. ისინი ტელეარხებს ბრალს სდებენ, რომ ისინი არ აშუქებენ ოპოზიციის წარმომადგენლების გამოსვლებს. ხელისფლებამ მოსახლეობას შინ დარჩენისკენ მოუწოდა უსაფრთხოების მოსაზრებებით. შაბათს მთავრობის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შეტაკებისას ტაილანდის დედაქალაქ ბანკოკში სამი ადამიანი დაიღუპა და ასზე მეტი დაშავდა. ოპოზიცია ხელისუფლებას კორუფციაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის, იინგლაკ შინავატრას ძმა თაქსინ შინავატრა, რომელიც 2006 წელს იქნა ჩამოგდებული, კვლავაც გავლენას ახდენს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკაზე.
XS
SM
MD
LG