Accessibility links

logo-print

ჩინეთმა მთვარეზე რაკეტა და ყველგანმავალი აპარატი გაუშვა


ჩინეთმა კოსმოსში გაუშვა რაკეტა. მასზე იმყოფება ყველგანმავალი „იუტუ“, რომელიც მთვარის ზედაპირის ნაწილს შეისწავლის. რაკეტა მთვარის ორბიტაზე გავა 6 დეკემბერს და მთვარეზე დაეშვება 14 დეკემბერს. საბჭოთა კავშირისა და აშშ-ის შემდეგ ჩინეთი მესამე ქვეყანაა, რომელიც ყველგანმავალს უშვებს მთვარეზე. ექვსბორბლიანი აპარატი სამ თვეს დაჰყოფს მთვარეზე და სამიდან ათ კვადრატულ კილომეტრამდე არეალს შეისწავლის.
XS
SM
MD
LG