Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხორვატიაში ჩატარდა რეფერენდუმი ქორწინების კონსტიტუციურ განსაზღვრებაზე


ხორვატიის ამომრჩეველმა მხარი დაუჭირა კონსტიტუციაში ქორწინების განსაზღვრას „მამაკაცისა და ქალის კავშირად“. ასეთ განსაზღვრებას მიემხრო რეფერენდუმში მონაწილეთა 66%. ამომრჩეველთა აქტიურობა 37% იყო. ანალიტიკოსების თქმით, შედეგები მოულოდნელი არ იყო კონსერვატიული საზოგადოებისთვის, ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის 90% აცხადებს, რომ კათოლიკეა. ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა ზორან მილანოვიჩმა რეფერენდუმს „სამწუხარო და უაზრო“ უწოდა. მილანოვიჩის განცხადებით, მომდევნო კვირებში მთავრობა გამოვა ერთსქესიანი წყვილებისთვის მეტი უფლებების მინიჭების ინიციატივით.
XS
SM
MD
LG