Accessibility links

logo-print

თათრეთის მთავრობამ ჯილდო დააწესა ეკლესიებზე თავდასხმის მონაწილეთა მისაკვლევად


რუსეთის თათრეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ გამოაცხადა, რომ მილიონ რუბლის ოდენობის ჯილდოს მიიღებს ის, ვინც რუსეთის მამრთლმადიდებელ ეკლესიებზე ბოლო დროის ტერაქტების მოწყობის მცდელობებსა და თავდასხმებთან კავშირში ყოფ პირებზე ინფორმაციას გადასცემს ხელისუფლებას. ნოემბერში ქალაქ ტუბან კამასა და ალექსეის ოლქში მიაკვლიეს თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის საწყობს. ასევე მილიონ დოლარიანი ჯილდო დაწესდა მათთვის, ვინც თათრეთის ოთხ ეკლესიაში ცეცხლის გაჩენასთან დაკავშირებულ პირებზე ცნობას მიაწვდის სამართალდამცავებს. გამოძიებამ ამ აქტებს ვანდალიზმის და ცეცხლის წაკიდების კვალიფიკაცია მისცა, გენერალური პროკურატურა თვლის, რომ ინციდენტების გამოძიება უნდა მოხდეს, როგორც ტერაქტებისა.
XS
SM
MD
LG