Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო მიესალმება საქართველოს კურსს


ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა დღეს დადებითად შეაფასა საქართველოსა და მოლდავეთის მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პარაფირება. რასმუსენი ამ საკითხს შეეხო ბრიუსელში გამართულ პრეს-კონფერენციაზე: „მივესალმები საქართველოს მტკიცე გადაწყვეტილებას, იაროს რეფორმების გზაზე და მის მისწრაფებას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისაკენ. და მივესალმები იმ ფაქტს, რომ საქართველომ და მოლდავეთმა გასულ კვირაში, ვილნიუსში მოახდინეს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პარაფირება. ნატოს პოზიცია ძალიან მკაფიოა: ყოველი ქვეყნის სუვერენული უფლებაა, აირჩიოს საკუთარი კურსი და საკუთარი წევრობა“, - განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა ბრიუსელში, ნატოს მინისტერიალის დაწყებამდე.
XS
SM
MD
LG